вторник, 4 ноября 2008 г.

მითი და თამარ მეფე




თამარ მეფე წმინდანად მიუღიათ და პირიმზე შეურქმევიათ, თამარ მეფისთანა ლამაზი ქალი არ დაბადებულა.
,,თამარ ქალი
ქვეყნის თვალი
მზისა დარი."
ერთხელ თამარ მეფე რაჭის ერისთავს ესტუმრა. ერისთავმა დიდი ნადიმი გაუმართა დედოფალს. რაჭის ერისთავის ქალი თურმე ქყვარებია მის მეციხოვნეს, დავთ გოცირიძეს, ყველაფრით ნაქები ვაჟკაცი ყოფილა, მაგრამ უგვანო. თამარმა ფილოსოფოსთ ჰკითხა: ,,თქვენ რას გვირჩევთო?"
შოთა რუსთაველს უთქვამს ,,თასად გვარი დაფასდა, ატი ათასად ზრდილობა, თუ კაცი არა ვარგოდეს, ცუდია გვარიშვილობაო."მისცა ქალი ერისთავმა გოცირიძეს, რაკი თამარი ჩაერია ამ საქმეში.


რაჭაში კარგ ქალს ასე დაიტირებდნენ:
,,კაი ქალოო, თამარ დედოფლის მგვანოო."
1179წ ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა ყრმა თამარი, მისმა მამამ მეფე გიორგიIII სამეფო ტახტზე თანამოსაყდრედ დასვა:
,,ბრძანებდა მამა უფალი
თამარ განეფდეს ქალია
დაიგდოს მამის სახელო,
შაირტყას მამის ხმალია,
სახელით გამარჯვებული
თამარი დედუფალია!"

ხალხური ზეპირსიტყვიერების მიხედვით თამარს დედამ უწინასწარმეტყველა დიდი მომავალი
,,თამარს უამბო დედამა,
შენზედ სიზმარი ვნახეო.
ერთსა სარკეში ჩავხედე,
ხმელეთ სულ დავინახეო,
შენ იყო შვილო ქვეყანა,
შაგნებით შაინახეო."
მალე ასრულდა დედის სიზმარი:თამარი შეიქმნა მპყრობელი მთელი საქართველოსი , იმის ხმალს ვეღარავის ფარმა ვეღარ გაუძლო, ყველას უნდა ქედი მოეხარა იმის დიდების წინაშე და ეძლია ხარჯი,თამარმა ყველას ხარჯი დასდვა.მარტო ზღვაღა იყო თავისუფალი და არ უხრიდა თავს,, მაგრმ ისიც მალე მოდრიკა თამარმა: უბრზანა ქარს, მოატანიონა ზღვის პირზე ჩალა-ბზე, თივა-ფიჩხი, გადააყრევინა ზღვაში და დაასხა ნავთი, ზღვამ თივა ზევით მოიგდო, მერე მოაკიდებინა ცეცხლი, აპრიალდა ცეცხლი და გაერთხა ბოლო ზღვის პირს. შეწუხდა ზღვა, შეიძრა თავით ბოლომდე, შეწუხდნენ ზღვის ცხოველები, ზღვას ეგონა ცეცხლი მეკიდებაო და გამოუგზავნა კაცი თამარს:ოღონდ ნუ დამწვავ და რაც გინდა, ის ხარჯი გამომართვიო. თამარმა შეიწყნარა ზღვის თხოვნა, გამოართვა კამეჩები, ქარვა, მრავალი თვალ-მარგალიტი და ცხოველები.


თამარ მეფემ ქველი საქმიანობით სახელი გაითქვა,ხალხი აღფრთოვანდა და სიმღერა ხოტბა უძღვნა საყვარელ მეფე ქალს:

,,უფლისა იყო ბრძანება,
შაირტყა მამის ხმალიო,
მამის სამეფო აიღო,
თვითონ ბრძანდება ქალიო,
ხმელეთ თავისად მიაგდო, იმდენიცააქვს ძალიო.
შუა ზღვას ჩადგა სამანი,
ამანი რკინის კარიო."

1204წელს თამარის ბრძანებით, ქართველთა ჯარმა შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროსკენ გაილაშქრა,აიღო ჭანეთი, ტრაპიზონი,სამსონი და სხვა.სწორედ ამიტომ თქვა ხალხმა:

,,ჩავყარე ზღვაში სამნები
ხმელეთი ჩემკენ გავიგდე."
კარის და ბასიანის ძლევამოსილი გამარჯვების შემდეგ თამარის პირით ხალხმა თქვა:


''ქაჯებსა დავდე იჯარა,
ისპაანს ხარჯი ავიღე
სტამბოლს ხმალი ვკარ,დარუბანდს,
შამს საბალახე ავიღე,უსიერი მთა გავკაფე,
დიდ შარა გზა გავიღე
ღადა-ღუდა ტყე ვიარე,
ქვაზე საყდარი ავაგე."
ძამთარ-ძაფხულის გამჩენი შუქურ ვარსკვლავი თამარ დედოფალს ჰყოლია დატყვევებული და ჯაჭვით დაბმული,ამიტომ თურმე საქართველოში ზამთარი არ იცოდა, როცა უნდოდა შუქურ ვარსკვლავს ცხენად გადააქცევდა ზედ შეჯდებოდა და სეირნობდა. ერთხელ ცხენად ქცეული შუქურვარსკვლავი მსახურმა წყლის დასალევად წაიყვანა, ცხენმა უთხრა ,,აბა აღვირით წყალი როგორ დავლიოო?წამყარე აღვირიო."
წაჰყარა აღვირი მსახურმა და ცხენი შუქურვარსკვლავად იქცა და გაქრა.დაადევნა თავისი ჯარი თამარმა მაგრამ ატეხა ქარი, თოვლ-ბუქი და გზა აურია ჯარს.
წავიდა შუქურვარსკვლავი,დაჯდა იალბუზის მთაზე და იქიდან გვიგზავნის ხან ზამთარს, ხან ზაფხულს.

ფშავში თამარისა და ლაშარის სალოცავებიერთმანეთის პირისპირ დგას,ხალხმა თავის წარმოდგენაში ლაშარის ჯვარი თამარს დაუკავშირა:

,,შვიდი წლის ქალი მობრძანდა
თამარი დედუფალია,
ჩიქილა გადაიქნია
გადააქანნა ზღვანნია
ლურჯცხენა ყმაწვილ მობრძანდა
ლაღი ლაშარის ჯვარია."

საჭიროების შემთხვევაში თამარის სილამაზე და სიმშვენიერე მტრის რისხვად იქცეოდა და ყოველთვის მზად იყო მტრების წინააღმდეგ საბრძოლველად:

,,შიგნით გეცვა ატლასი,
გარეთ გეცვა აბჯარი
ფეხზე გეცვა ქოშები,
თავზე გედგა ზუჩი,
ცხენი გყავდა ქვიშისფერი
უნაგირი ედგა მოვერცხლილი,
მათრახი ქონდა ოქროსი..."
სვანური თქმულებით, როცა თამარს მამა გარდაეცვალა,დიდებულებმა მოიყარეს მის წინაშე მუხლი და გათხოვება თხოვეს.,,თამარს ღმერთსავით მადლი ჰქონდა და გათხოვებას არ კადრულობდა"
,,საქართველოს დედოფალი,
დედა ქართლისა თამარი
სიმშვენიერით მოსილი,
ამომავალი მზის დარი,
დავით სოსლანის მეუღლე,
რომელს უშვენა მან მხარი.
დიდუბეში იქორწინა
სადაც რომ საყდარი არი."
გადმოცემით ვიდრე თამარი მეორე ქმარს შეირთავდა,ისეთი უმანკო ყოფილა რომ მიწიდან ერთ არშინზე ჰაერში მაღლა იდგაო. ისეთი ძლიერი და წმინდა იყო, რომ სადაც ფეხს დაადგამდა და სიტყვას იტყოდა,ყველაფერი მაშინვე გაკეთდებოდა,მაგალითად იტყოდა ,,აშენდეს საყდარი" და აშენდებოდა....